ლივერპულის დაარსება


1888 წელს ინგლისის საფეხბურთო ლიგის დაარსებისას "ანფილდი" ლიგის ერთ-ერთი არსებული სტადიონი იყო, რომელმაც 1888 წლის 8 სექტემბერს, ინგლისური ფეხბურთის პირველ "შაბათს" "აკრინგტონის" საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა, თუმცა მათ არა "წითლები", არამედ "ლურჯები" დახვდნენ, "ევერტონის" სახით. როგორც "ევერტონის", ისე "ლივერპულის" დაბადება "წმ. დომინგოს" ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის - ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა "ენფილდი" "ევერტონს" და მანვე დააარსა "საფეხბურთო კლუბი ლივერპული".
წმ. დომინგოს საფეხბურთო კლუბი მოყვარულთა გუნდი იყო, რომელიც დაფუძნებული იყო რწმენაზე, რომ ახალგაზრდები რელიგიური, სწორი ცხოვრების გზაზე ჯანმრთელი გუნდური შეჯიბრის საშუალებით უფრო მყარად იდგებოდნენ. "სტენლი პარკზე" ჩატარებული ორიოდე წლის შემდეგ გუნდს სახელი გადაერქვა და მათი დამაარსებელი ეკლესიის საპატიოდ "საფეხბურთო კლუბი ევერტონი" ეწოდა, თუმცა წმ. დომინგოს გუნდი არა ეკლესიაში, არამედ "ვილიჯ სთრითზე" მდებარე "ქუინზ ჰედ ჰოტელში" შეიკრიბა, რომელიც "ევერტონის ძველი საკონდიტროს გვერდზე მდებარეობდა. აქედან გამომდინარეობს "ევერტონის" ზედმეტსახელი "კანფეტები" (The Toffees). სახელწოდება "ევერტონის" აღებით გუნდმა სამუდამოდ გასწირა თავი ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული გაურკვევლობისათვის - თითქმის საუკუნის შემდეგ წარმოიშვა კითხვა "მითხარი ერთი, ქვეყნის რომელ ნაწილშია ქალაქი "ევერტონი""?
"ევერტონმა" რამდენიმე ადგილას გამართა მატჩები, სანამ "ანფილდ როუდსა" და "უოლტონ ბრექ როუდს" შორის მდებარე მოედანს აირჩევდა. ასე გაჩნდა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი დიდი სახელი - "ანფილდი". გუნდი თანდათან ფინანსურად გაძლიერდა და წარმატებაც მოიპოვა პრეზიდენტის - ბ-ნი ჯონ ჰოულდინგის ხელმძღვანელობის ქვეშ. ჰოულდინგი ლუდსახარშის მფლობელი, ადგილობრივი საბჭოს წევრი, ხოლო მოგვიანებით - ქალაქ ლივერპულის მერი იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, შემდგომში იგი ქალაქში მეტ-ნაკლებად დაივიწყეს, თუმცა "ანფილდის" დირექტორთა ოფისის გარეთ გაკრული ბრინჯაოს დაფა და კლუბის მუზეუმში არსებული ზეთში შესრულებული მისი პორტრეტი ახლაც ინახავს ჰოულდინგის გამოსახულებას.
საკითხავია, შეძლებდა თუ არა "ევერტონი", გამხდარიყო ლიგის ერთ-ერთ დამაარსებელი 1888 წელს ჰოულდინგის დახმარების გარეშე. მან მიიყვანა "ევერტონი" "ანფილდზე" 1884 წელს. მანამდე გუნდი "ფრაიორი როუდზე", "სტენლი პარკის" ჩრდილოეთით მდებარე მოედანს ქირაობდა, თუმცა იქ ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან უკმაყოფილება გამოითქმებოდა თამაშების დღეებში არსებული ხმაურის გამო. ჰოულდინგი მეგობართან, ასევე ლუდსახარშის მფლობელ ბ-ნ ორელთან გაემართა, რომელიც "ანფილდ როუდის" ტერიტორიას ფლობდა. ჰოულდინგმა ორელთან შეთანხმების შედეგად გუნდისათვის ახალი საშინაო მოედანი მიიღო, თუმცა ამას "ევერტონის" ხელმძღვანელთა საბჭოსთან პრობლემების წარმოშობა მოჰყვა, რომელმაც კულმინაციას 1892 წლის კრიზისში მიაღწია. პრობლემა არა მხოლოდ ქირის მოცულობაში იყო. ჰოულდინგს თამაშების დღეებში მოედანზე საკუთარი ბიზნესიდანაც სურდა მოგების მიღება. თუმცა, სწორედ ჰოულდინგი ეხმარებოდა გუნდს ფინანსურად - მისი დახმარებით ყიდულობდა კლუბი მოთამაშეებს და უკეთებდა მოდერნიზაციას სტადიონს. კლუბის გასახდელად "სანდონ ფაბის" გამოყენებაც ჰოულდინგის ბიზნესს ეხმარებოდა - მოთამაშეების მის სასმელებს სვამდნენ. 1892 წლის იანვარში "ლივერპულის ექო" აღნიშნავდა, რომ ჰოულდინგს არ სურდა, გუნდს ფაბი დაეტოვებინა. "სირცხვილია, როდესაც "ევერტონის" მსგავსი დიდი კლუბის მოთამაშეებს თამაშის დღეებში ხალხის ბრბოში გავლა უწევთ."
კლუბის მართვასთან დაკავშირებული კონფლიქტი 1889-90 წლებში გართულდა. "ანფილდის" ქირამ იმატა. "ევერტონმა" ქირისათვის 1884 წელს 100 ფუნტი გადაიხადა, 1889-90 წლებში კი ჰოულდინგი მათ 250 ფუნტს ართვამდა. ჰოულდინგს ამ პრობლემის პრაქტიკულ გადაწყვეტასთან დაკავშირებით მრავალი იდეა გააჩნდა, რომელთაგან ერთ-ერთი "ევერტონის" PLC (Public Limited Company)-ად გადაკეთება იყო, რასთან დაკავშირებითაც მან 1891 წლის 15 სექტემბერს შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ადგილობრივი პრესა არ დაუშვეს, რადგან ჰოულდინგმა იცოდა, რომ სიტუაცია დაძაბული იქნებოდა. ჰოულდინგმა "ევერტონის" მიერ "ანფილდისა" და მიმდებარე ტერიტორიის ყიდვის იდეა წამოაყენა, თუმცა შეკრების მონაწილეებს ფასი მეტისმეტად ძვირი ეჩვენათ და უარი განაცხადეს, იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთისა და კლუბის განვითარების შედეგად, სტადიონი მალე აანაზღაურებდა ამ ხარჯს.
ჰოულდინგისა და "ევერტონის" ოფიციალური დაშორება 1892 წლის 12 მარტს შhttp://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_(%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D_%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98)

Комментариев нет:

Отправить комментарий